Accentnews.ge
შსს: 3 თვეში ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1436 ადამიანიდან, 1030 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა

შსს: 3 თვეში ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1436 ადამიანიდან, 1030 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა

18/10/2023 06:15:19 სამართალი

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში – ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1436 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 1030-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, საანაგარიშო პერიოდში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 6 არასრულწლოვანი იყო, რომელთაგან 3-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უწყების თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 800 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 584-ს ჰქონდა.

რაც შეეხება ქალებს, ყველა ასაკობრივი კატეგორიიდან შემოწმებულ 37 ქალს შორის, ნარკოტიკული თრობა 10-ს დაუდასტურდა.

ცნობისთვის: 2023 წლის წლის პირველ 6 თვეში შსს–მა ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 2580 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 1896-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S