
პროტესტის მიუხედავად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესის მოსამართლეების კენჭისყრის პროცესი მაინც მიმდინარეობს
12/12/2019 07:35:41 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის კენჭისყრის პროცესი უნდა გაიმართოს, ვითარება ისევ დაიძაბა.
დაძაბულობა ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის ქმედებას მოჰყვა, რომელიც ტრიბუნასთან ავიდა და კენჭისყრის პროსეცის გადადებას მოითხოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას პარლამენტის გარეთ აქციაზე და პარლამენტის კომიტეტის სდომაზეც აპროტესტებენ, კენჭისყრა მაინც მიმდინარეობს. ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც თითქმის ყველა მოსამართლეობის კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა, ეკა ბესელია იყო.