
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 14–კაციან სიას რეკომენდაცია გაუწია
12/12/2019 07:46:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 14–კაციან სიას რეკომენდაცია გაუწია.
ეს მოსამართლეები არიან: მერაბ გაბინაშვილს, მირანდა ერემეაძე, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძეს, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძეს, ნუგზარ სხირტლაძეს, ლალი ფაფიაშვილს, ნინო ქადაგიძეს, ქეთევან ცინცაძეს, ალექსანდრე წულაძე.
რეკომენდაცია არ გაუწიეს მხოლოდ თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, ზაზა თავაძე, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს, გოჩა ჯეირანაშვილს.
ამის შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ, რომელიც დღეს 12:00 სთ–ზეა ჩანიშნული.
მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას პარლამენტის გარეთ აქციაზე და პარლამენტის კომიტეტის სდომაზეც აპროტესტებენ, კენჭისყრა მაინც მაინც გაიმართა. ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც თითქმის ყველა მოსამართლეობის კანდიდატის წინააღმდეგ მისცა, ხმა ეკა ბესელია იყო.