Accentnews.ge
"ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით სასამართლო სისტემაში კლანის დაკანონება"

"ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით სასამართლო სისტემაში კლანის დაკანონება"

12/12/2019 08:25:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით სასამართლო სისტემაში კლანის დაკანონება", - ასე აფასებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ უვადო მოსამართლეობის 14 კანდიდატისთვის რეკომენდაციის გაწევის ფაქტს. 

"დღეს რაც აქ ვნახე და ეს იყო მძიმე სანახაობა. ვნახეთ, რომ პარლამენტის წევრები ერთმანეთს თვალში არ უყურებდნენ, ისე წევდნენ ხელს. სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც აქამდე იყო ვიძახდით, რომ გამჭვირვალე პროცედურებია, წყალში გადაიყარა, რადგან ამას აზრი აღარ აქვს. ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით კლანის დაკანონება სასამართლო სისტემაში", — განაცხადა მშვენიერაძემ. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 14–კაციან სიას რეკომენდაცია გაუწია. 

ეს მოსამართლეები არიან: მერაბ გაბინაშვილს, მირანდა ერემეაძე, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძეს, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძეს, ნუგზარ სხირტლაძეს, ლალი ფაფიაშვილს, ნინო ქადაგიძეს, ქეთევან ცინცაძეს, ალექსანდრე წულაძე.

რეკომენდაცია არ გაუწიეს მხოლოდ თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, ზაზა თავაძე, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს, გოჩა ჯეირანაშვილს.

ამის შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ, რომელიც დღეს 12:00 სთ–ზეა ჩანიშნული. 

მიუხედავად იმისა, რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას პარლამენტის გარეთ აქციაზე და პარლამენტის კომიტეტის სდომაზეც აპროტესტებენ, კენჭისყრა მაინც მაინც გაიმართა. ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც თითქმის ყველა მოსამართლეობის კანდიდატის წინააღმდეგ მისცა, ხმა ეკა ბესელია იყო. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S