Accentnews.ge
დამოუკიდებელი დეპუტატები პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ: „ოცნება“ თავისი კლანის კანდიდატებთან მარტო უნდა დარჩეს“

დამოუკიდებელი დეპუტატები პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ: „ოცნება“ თავისი კლანის კანდიდატებთან მარტო უნდა დარჩეს“

12/12/2019 08:47:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დამოუკიდებელი დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელზეც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაა დაგეგმილი, ბოიკოტს უცხადებენ. 

დეპუტატი ლევან კობერიძე:

„ეს ის სცენარია ზუსტად, რაც მე ვიწინასწარმეტყველე – ფსევდოდემოკრატიული პროცესი, რომ ამ 20 კანდიდატიდან ყველას კი არ დაამტკიცებენ, არამედ დემოკრატიული პროცესით გარკვეულ ნაწილს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ბოიკოტი გამოუცხადონ სესიაზე იმ სხდომას, სადაც კენჭისყრა უნდა იყოს. „ქართული ოცნება“ მარტო უნდა დარჩეს თავის კლანის კანდიდატებთან და თვითონ უნდა დაანახოს თავის სახე, საბოლოოდ აჩვენოს, როგორ გახდება „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კლანის გადმობარებით. სამწუხაროდ, ეს პროცესი მიდის“.

დეპუტატი ეკა ბესელია: 

"სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვნახეთ, იურიდიული კომიტეტი როგორ ჩაბარდა კლანს და დაიმორჩილა კლანმა ეს კომიტეტი მთლიანად... ბოლო შანსი აქვს ბოლო კენჭისყრაზე პარლამენტს, ქართულ ოცნებას. თუ ის ამ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელსაც კანონის დარღვევით და პროცედურის დარღვევით ჩატარდა, გადაიბარებს და დააკანონებს, 9 წელსაც გადაიბარებს მთლიანად და ერთნაირად შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ცხრას პლიუს რვა. ეს იქნება აბსოლუტურად იგივე, რა ძალადობაც ხდებოდა მაშინ".

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი: 

"ყველა იმ ადამიანს, ვისაც აწამებდა სააკაშვილი დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა. დღეიდან „ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი პარტია, რომელსაც აქვს უზურპირებული ხელისუფლება, არაფრით არ განსხვავდება მისი წინამორბედისგან. „ოცნება“ არის დასამთავრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩვენს ქვეყანას გადაჩეხავენ. გაბინაშვილისა და ჩინჩალაძის პარტია არის „ქართული ოცნება“. ადეიშვილის, ჩინჩალაძის პარტია გახდა. მე მაინც ვიტოვებ იმედს, მიამიტურად, რომ რაღაცა შეიძლება მოხდეს პარლამენტის სესიაზე" 

ცნობისთვის: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 14–კაციან სიას რეკომენდაცია გაუწია. 

ეს მოსამართლეები არიან: მერაბ გაბინაშვილს, მირანდა ერემეაძე, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძეს, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძეს, ნუგზარ სხირტლაძეს, ლალი ფაფიაშვილს, ნინო ქადაგიძეს, ქეთევან ცინცაძეს, ალექსანდრე წულაძე.

რეკომენდაცია არ გაუწიეს მხოლოდ თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, ზაზა თავაძე, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს, გოჩა ჯეირანაშვილს.

ამის შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.

მიუხედავად იმისა, რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას პარლამენტის გარეთ აქციაზე და პარლამენტის კომიტეტის სდომაზეც აპროტესტებენ, კენჭისყრა მაინც მაინც გაიმართა. ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც თითქმის ყველა მოსამართლეობის კანდიდატის წინააღმდეგ მისცა, ხმა ეკა ბესელია იყო. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S