18-10-2023 23:09:45 მსოფლიო ,ეს საინტერესოა
შავ ზღვაში უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული თავდასხმების სერიის შემდეგ, კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსული მიგ-31K საბრძოლო თვითმფრინავები მუდმივად განახორციელებენ პატრულირებენ შავი ზღვის თავზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თვითმფრინავები შეიარაღებულია "კინჯალის" ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემებით. როდესაც ამ ტიპის თვითმფრინავები ფრინდებიან, როგორც წესი, უკრაინაში საჰაერო განგაში ცხადდება შესაძლო თავდასხმის თაობაზე მოქალაქეების გაფრთხილების მიზნით. ექსპერტები მიუთითებენ "კინჯალის" განეიტრალების სირთულეზე. მიმდინარე წლის მაისში საჰაერო თავდაცვის ძალებმა პირველად გაანადგურეს რუსული "კინჟალი" "პატრიოტის" კომპლექსის გამოყენებით, რომელიც უკრაინას მისმა პარტნიორებმა მიაწოდეს.
პუტინმა პატრულირების შესახებ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შეერთებულ შტატებს, მისი აზრით, სულ უფრო მეტად „ითრევენ კონფლიქტში“ უკრაინაში. ასევე ახსენა აშშ–ის მიერ ხმელთაშუა ზღვაში ორი ავიამზიდის გაგზავნა, რაც დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებების გაფართოების პრევენციასთან.
„ჩვენ ვიზუალურ კონტროლს განვახორციელებთ, იარაღით ვაკონტროლებთ იმას, რაც ხდება ხმელთაშუა ზღვაში“, - განაცხადა პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თემის კომენტირებისას უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პუტინის განცხადება დაძაბულობის გაზრდას უნდა ისახავდეს მიზნად, მაგრამ ძირეულად არაფერს ცვლის:
„ტექნიკური თვალსაზრისით, Kh-47 "კინჯალის" აერობალისტიკური რაკეტის მახასიათებლები რუსეთს საშუალებას აძლევს, გაუშვას ის უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც ჩრდილოეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. შავი ზღვა უბრალოდ კიდევ ერთი მიმართულებაა. ამავდროულად, რუსული ავიაცია უკვე ყოველდღიურად პატრულირებს იქ საჰაერო სივრცეში, მათ შორის, გამანადგურებლებითა და სადაზვერვო თვითმფრინავებით“, - აღნიშნა იგნატმა.
ამასთან, სპიკერის თქმით, პუტინის განცხადება შესაძლოა, მიმართული იყოს ნატოს ქვეყნებისადმი, რომლებიც პოტენციურად მოხვდებიან "კინჟალის" მოქმედების ზონაში.
ინფორმაციისთვის: შავ ზღვაზე ხშირად პატრულირებენ ამერიკული Reaper თვითმფრინავები. 14 მარტს, ამერიკული თვითმფრინავი MQ-9 Reaper ჩავარდა შავ ზღვაში რუსული სუ-27–თან დავაშირებული ინციდენტის გამო. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გამბედაობის ორდენი გადასცა პილოტებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დევნაში. თეთრი სახლის წარმომადგენელმა პილოტებს უწოდა „იდიოტები, რომლებიც არღვევენ საავიაციო უსაფრთხოებას“. ასევე იუწყებოდნენ, რომ გასულ შემოდგომაზე რუსულმა თვითმფრინავებმა საფრთხე შეუქმნეს ბრიტანული სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელშიც 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა – ჰაერში ცეცხლი გახსნეს, მაგრამ რუსმა პილოტმა "ააცილა". ლონდონს რუსეთი არ დაუდანაშაულებია მიზანმიმართულ ქმედებებში, თუმცა, როგორც რამდენიმე მედიასაშუალება ამტკიცებდა, არსებული მონაცემებით, პილოტმა განზრახ გაისროლა, რადგან "მიწიდან მიღებული ბრძანება არასწორად გაიგო".
რუსული მიგ-31K თვითმფრინავი "კინჯალის" რაკეტით რაკეტებით ვერ შეძლებს შავ ზღვაში სამიზნეებზე დარტყმას. პუტინის განცხადებები პატრულირების შესახებ დაშინების მცდელობაა,– ამბობს ამბობს ავიაციის ექსპერტი კონსტანტინე კრივოლაპი.
„მინიმალური მანძილი იმ წერტილიდან, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება "კინჯალის" გაშვების შესახებ სამიზნემდე, რომლის განადგურებაც შეუძლია, რამდენიმე ასეული კილომეტრია. გარკვეული შეფასებით - დაახლოებით 700 კილომეტრი. ანუ "კინჯალებით" აღჭურვილი გამანადგურებლები შავ ზღვაში პატრულირებისას ამავე ზღვაში ვერც ერთ სამიზნეს ვერ დაარტყამენ - ფართობი ძალიან მცირეა“, - ამბობს ექსპერტი.
კრივოლაპის დასკვნით, პუტინს სურს, გავლენა მოახდინოს უკრაინის ექსპორტზე შავი ზღვის გავლით, რათა დააშინოს ეკიპაჟები, რომლებიც არღვევდნენ რუსეთის ბლოკადას:
„სავარაუდოდ, პუტინის ეს განცხადება მიმართულია კომპანიებისკენ, რომლებიც აზღვევენ უკრაინის პორტებში მცურავ გემებს, რათა ან გაზარდონ ტარიფები, ან უარი თქვან გემების დაზღვევაზე. ასევე, მიზანი შეიძლება იყოს ამ გემების მფლობელების დაშინება, დაეჭვება, გაცურონ თუ არა შავ ზღვაში“.
მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ ჩაძირავდა უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა ხომალდს, შავ ზღვაში უკრაინის სამმა პორტმა განაახლა გემების მიღება დერეფნით, რომლის შექმნაც უკრაინამ დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გემების დაცვა, მათ შორის, უზრუნველყოფილ იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებებით, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გააძლიერეს თავდასხმები ყირიმზე, სევასტოპოლზე და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე რაკეტებითა და დრონებით.