
ოხანაშვილი – დარბაზიდან ჟურნალისტის გაგდებაზე: „მოხდა მცირე გაუგებრობა, ყველა მოქმედებდა კანონის შესაბამისად“
12/12/2019 09:05:39 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღეს კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის კენჭისყრა გაიმართა, მომხდარს "მცირე გაუგებრობად" აფასებს.
„რაც შეეხება მცირე ინციდენტს, რაც მოხდა, ჩემთვის გაურკვეველია, რა მოხდა ზუსტად. უბრალოდ პოსტფაქტუმ ვნახე გარკვეული კადრები...თუკი რაიმე გაურკვევლობა მოხდა, ამას გავარკვევთ. მოხდა მცირე გაუგებრობა, ყველა მოქმედებდა კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ცნობისთვის: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 14–კაციან სიას რეკომენდაცია გაუწია.
ეს მოსამართლეები არიან: მერაბ გაბინაშვილს, მირანდა ერემეაძე, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძეს, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძეს, ნუგზარ სხირტლაძეს, ლალი ფაფიაშვილს, ნინო ქადაგიძეს, ქეთევან ცინცაძეს, ალექსანდრე წულაძე.
რეკომენდაცია არ გაუწიეს მხოლოდ თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, ზაზა თავაძე, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს, გოჩა ჯეირანაშვილს.
მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას პარლამენტის გარეთ აქციაზე და პარლამენტის კომიტეტის სდომაზეც აპროტესტებენ, კენჭისყრა მაინც მაინც გაიმართა. ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც თითქმის ყველა მოსამართლეობის კანდიდატის წინააღმდეგ მისცა, ხმა ეკა ბესელია იყო.