Accentnews.ge
პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაღვარეს

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაღვარეს

12/12/2019 09:18:41 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაღვარეს. ამ დროისთვის პლენარული სხდომა შეჩერებულია. გამოცხადებულია ტექნიკური შესვენება. 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დატოვონ სხდომათა დარბაზი.

მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შემოვიდა, რომელმაც გარკვეული ნივთიერება დაასხა. 

სესიაზე რამდენიმე საკითხის, მათ შორის მოსამართლეთა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხების  განხილვა იგეგმებოდა.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S