
"ბატონ ანრის არ გაუცია დავალება, გაეყარათ ჟურნალისტები დარბაზიდან"
12/12/2019 09:23:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ირწმუნება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტების გაყრის ბრძანება კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს არ გაუცია.
"ძალიან სამწუხარო იყო, რომ მოხდა გაურკვევლობა, შეხლა-შემოხლა და მე და მე და რატი იონათამიშვილს მოგვიწია ჟურნალისტების სათითაოდ შემოყვანა იურიდიული კომიტეტის დარბაზში. საბოლოო ჯამში ეს ინციდენტი ამოიწურა. ჩვენ დეტალებში მივადევნებთ თვალ-ყურს ამ საკითხს და გვარკვევთ ზუსტად, რა მოხდა. ბატონ ანრის არ გაუცია დავალება, გაეყარათ ჟურნალისტები დარბაზიდან", – განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის: ჟურნალისტებს და დეპუტატებს იურიდიული კომიტეტის სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს