Accentnews.ge
ჭორვილაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

ჭორვილაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

19/10/2023 11:25:22 საზოგადოება

საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენას მოჰყვა.

ადგილობრივების თქმით, მათთვის მიუღებელია, მათ სოფელში პოლიტიკური აქციის გამართვა.

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელისუფლება მათ მშვიდად გადაადგილებას უკრძალავს.

„არ ვართ ჩვენ საკამათოდ მოსული. მინდა პოლიციას გავაგებინო, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელშიც გვიკრძალავენ მშვიდად გადავადგილდეთ“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ადგილობრივებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ქვები ესროლეს.

ცნობისთვის: ოპოზიციის წარმომადგენლები ჭორვილაში დილით თბილისიდან გაემგზავრნენ. აქციის მონაწილეების თქმით, "მათი მიზანია, ექს პრემიერ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის გარუსებას". ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S