Accentnews.ge
 „სირცხვილია“ : "პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ"

„სირცხვილია“ : "პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ"

12/12/2019 09:48:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა სოციალურ ქსელში ავრცელებს:


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაღვარეს. ამ დროისთვის პლენარული სხდომა შეჩერებულია. გამოცხადებულია ტექნიკური შესვენება. 


პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დატოვონ სხდომათა დარბაზი.

მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შემოვიდა, რომელმაც გარკვეული ნივთიერება დაასხა. 

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული სავარაუდოდ, "ევროპული საქართველოს" დეპუტატების ნამოქმედარია.

მომხდარის შემდეგ შეუძლოდ გახდა დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი.

სესიაზე რამდენიმე საკითხის, მათ შორის მოსამართლეთა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხების  განხილვა იგეგმებოდა.მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S