
"ბევრი ჩვენგანი ძალიან ცუდადაა, მალე ალბათ, მთელ ერს სათითაოდ ჩაგვიყრიან საწამლავს"
12/12/2019 09:48:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხის დაღვრის შედეგად "ბევრი დეპუტატია ციდად".
"ბევრი ჩვენგანი ძალიან ცუდადაა, სასწრაფო გვყავს გამოძახებული. ფაქტია, რაღაც მომწამვლელი დაასხეს. ესაა მათი სახე. მალე ალბათ მთელ ერს სათითაოდ ჩაგვიყრიან საწამლავს. არ მინდა კონკრეტულად ვინმე დავადანაშაულო, თუმცა ვიდეოკადრები არსებობს. მოდიან საგამოძიებო სტრუქტურები", - განაცხადა წილოსანმა.
მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს.
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაღვარეს. ამ დროისთვის პლენარული სხდომა შეჩერებულია. გამოცხადებულია ტექნიკური შესვენება. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დატოვონ სხდომათა დარბაზი.
მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შემოვიდა, რომელმაც გარკვეული ნივთიერება დაასხა. უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული სავარაუდოდ, "ევროპული საქართველოს" დეპუტატების ნამოქმედარია.
მომხდარის შემდეგ შეუძლოდ გახდა დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი.
სესიაზე რამდენიმე საკითხის, მათ შორის მოსამართლეთა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხების განხილვა იგეგმებოდა.მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.