Accentnews.ge
აჭარის განათლების სამინისტრო მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კვალიფიციური კადრების შერჩევას ახორციელებს

აჭარის განათლების სამინისტრო მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კვალიფიციური კადრების შერჩევას ახორციელებს

19/10/2023 13:07:17 რეგიონები, რეკლამა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, უწყება „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ქედა, შუახევი, ხულო) ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახორციელებს კვალიფიციური კადრების შერჩევას და იმ სკოლებში დასაქმებას, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა.

პროგრამის ამოცანაა კვალიფიციური კადრების შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე მოზიდვა და დასაქმება, სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენების ხელშეწყობა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული მასწავლებლები დაიტვირთებიან სკოლებში არსებული ვაკანტური საგაკვეთილო საათებით, შესაბამისი ანაზღაურებით. ამასთან შერჩეული მასწავლებლები მიიღებენ ყოველთვიურ სახელფასო დანამატს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულია ინგლისური ენის, მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი 13 საჯარო სკოლაში. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: https://hr.gov.ge/

ვებ-გვერდზე ძიებისას დამსაქმებელში უნდა მიუთითოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S