Accentnews.ge
სენაკის მერი ეკში განხორციელებულ პროექტებს გაეცნო

სენაკის მერი ეკში განხორციელებულ პროექტებს გაეცნო

19/10/2023 13:53:12 რეგიონები, რეკლამა

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მერის ავრცელებს.

მისი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი, ამჯერად, ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საჯოლიოს უბანში იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული ხიდის აღდგენა-რეაბილიტაციის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა.

საჯოლიოს უბნის ხიდის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 39 817 ლარი, შპს ,,მენათმა’’ შეასრულა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S