Accentnews.ge
ლილუაშვილი: "საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობდა"

ლილუაშვილი: "საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობდა"

19/10/2023 16:16:15 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, "საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობდა". ამის შესახებ მან პარლამენტი პლენარული სხდომაზე განაცხადა, რომელზეც სუს-ის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარსადგენად მივიდა.

მისი თქმით, "გასული წლის მანძილზე დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობები კონკრეტული ჯგუფების მიერ".

„მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ და ომის თანმდევი ცალკეული პროცესების თაობაზე მოსახლეობაში პროტესტის ხელოვნურად გაღვივებისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები. ამ კონტექსტში აღსანიშნავია უცხო ქვეყნების მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც აქტიურად ავითარებდა საქართველოში არსებული პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ზოგიერთი ჯგუფი. ასევე, ადგილი ჰქონდა საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გავრცელების მცდელობებს შემოსულ პირთა შორის თითქოსდა ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფებისა და საფრთხის შემცველი სუბიექტების არსებობის შესახებ. განსაკუთრებით მწვავე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა დაზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც რეალურად ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცესი დღესაც გრძელდება“, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S