 
                        შსს–მ პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
12/12/2019 11:10:50 სხვა, სამართალი
შსს–მ პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
როგორც "აქცენტს" შსს–ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
"აქცენტი" არკვევს აღიძრა თუ არა საქმე ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტზე, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი პარლამენტის იურისიული კომიტეტის სხდომაზე. შსს–ს კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.



 
                     
         
                 
		        		 
		        		 
		        		