Accentnews.ge
 “ქვეყნის სამსახურში”: “პარლამენტის სხდომათა დარბაზში უვნებელი და უსაფრთხო საპროტესტო ხსნარი გამოვიიყენეთ"

“ქვეყნის სამსახურში”: “პარლამენტის სხდომათა დარბაზში უვნებელი და უსაფრთხო საპროტესტო ხსნარი გამოვიიყენეთ"

12/12/2019 11:22:13 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” აცხადებს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოიყენეს სამედიცინო დანიშნულების ნივთიერება ACD – 2F.

“საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში”, – წერს “ქვეყნის სამსახურში” სოციალურ ქსელში. 

ACD – 2F ადამიანებისა და ცხოველებისთვის რადიაციისგან დასაცავი ნივთიერებაა, რომელიც საბჭოთა დროს გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში შეიქმნა. იგი ასევე გამოიყენება იმუნიტეტის ასამაღლებლად.  

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს სასესიო დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმას ქიმიურ შეტევად აფასებს.

შსს–მ პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

როგორც "აქცენტს" შსს–ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წევრებმა გაურკვეველი ხსნარი მოასხეს, რომლის სუნმაც, სხდომის გაგრძელებას ხელი შეუშალა.

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. პარლამენტის აპარატის ერთი თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, შეუძლოდ გახდა დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S