
დაჩი ბერაია - რომან გოცირიძეზე: "ხელით ვერ მივწვდი, წიხლი დავარტყი" (ვიდეო)
12/12/2019 11:30:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი (დაჩი) ბერაია აცხადებს, რომ მასსა და "ნაციონალური" მოძრაობის დეპუტატ რომან გოცირიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
"ხელით ვერ მივწვდი, წიხლი დავარტყი", — აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი.
როგორც ის ამტკიცებს, რომან გოცირიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება გოჩირიძის ფეისბუქ–პოსტმა გამოიწვია.