
"ქართულმა ოცნებამ" ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა
12/12/2019 12:46:13 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუჩერა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. გადაწყვეტილებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა.
ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.