23-10-2023 11:24:52 პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, „ამ ქვეყანაში “ნაცების” და “ოცნების” მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, ამასთანავე ისინი არ უნდა გაქრნენ და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ“
ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარიამ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, 21 ოქტომბერს რუსთავში პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიასთან, რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან და პარტიის აქტივისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის, არის ის რომ ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ ქართველებს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის.არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ფულის მოპარვა, არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ამდენი ფული იყოს პოლიტიკაში, არ შეიძლება მედია სრულად იყოს დამოკიდებული ფულსა და პოლიტიკურ პარტიებზე და არ შეიძლება არ უსმენდე ქვეყნის 90%-ს, რომელიც ევროპას ირჩევს“, - უთხრა გიორგი გახარიამ თანაგუნდელებს.