
კობახიძე – დამოუკიდებელი დეპუტატების კრიტიკაზე: „მადლობა ღმერთს, ისინი ყოფილი თანაგუნდელები არიან“
12/12/2019 13:20:57 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ტოლობის ნიშანი ვის და ვის შორის არის დასმული, ამას ჩვენ ვხედავთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განმავლობაში. ზუსტად ეს ადამიანები თვითონ უსვამენ ტოლობის ნიშანს თავის თავს იმათთან , ვისთანაც წესით არ უნდა დაესვათ. ისინი საუბრობენ ახლა ამ ტოლობის ნიშანზე, რაც არ არის სწორი. მადლობა ღმერთს, რომ ისინი ყოფილი თანაგუნდელები არიან".
ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის დამტკიცების გამო, მმართველი პარტია მისმა ყოფილმა წევრებმა, ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" შეადარა.
იხილეთ ასევე: პარლამენტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 14–კაციანი სია დაამტკიცა