Accentnews.ge
ქერიმლი: ყარაბაღის შემდეგ აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო

ქერიმლი: ყარაბაღის შემდეგ აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო

23/10/2023 08:39:34 კავკასია

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია "ეროვნული ფრონტის" ლიდერის ალი ქერიმლის განცხადებით, ყარაბაღის შემდეგ აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო.

როგორც ქერიმლი აცხადებს, ყოველდღიურად აკავებენ პოლიტიკურ აქტივისტებს, მათ შორის, მის თანაპარტიელებს.

“ხელისუფლებას სურს, გამარჯვებული ერი მთლიანად დაიმონოს. არავის ეგონოს, რომ სიჩუმის მიუხედავად რეპრესიებს გვერდს აუვლის. დაკავებული აქტივისტები საყოველთაო მხარდაჭერას საჭიროებენ, რეჟიმის კრიტიკა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ”, – წერს ოპოზიციონერი სოციალურ ქსელში.

ორი ოპოზიციონერი – რამიდა ნაგიევა და აიატა ისმაილოვა, რომლებიც სოციალურ ქსელებში ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, პოლიციამ წვრილმანი ხულინობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.

საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. ხელისუფლება დევნის კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S