Accentnews.ge
კახა ოქრიაშვილი ერთადერთი დეპუტატია “ოცნებიდან”, ვინც მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

კახა ოქრიაშვილი ერთადერთი დეპუტატია “ოცნებიდან”, ვინც მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

12/12/2019 13:20:13 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი ერთადერთი დეპუტატია “ქართული ოცნებიდან”, ვინც მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.

მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ სამმა დეპუტატმა მიიღო. ესენი არიან: ეკა ბესელია, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, თუმცა ისინი უმრავლესობის წევრები არ არიან.

მოგვიანებით ოქრიაშვილმა მისი გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მისი განცხადებით, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ მელიას გასაჩივრების უფლება აქვს. მისი თქმით, თუ მელია მეორე ინსტანციაში მოიგებს, დეპუტატებს იმავე დარბაზში მოუწევთ მისთვის მანდატის დაბრუნება.

პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება 88 დეპუტატმა მიიღო. ყველა მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა.

ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S