Accentnews.ge
აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნა წამოიწყეს

აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნა წამოიწყეს

23/10/2023 12:29:07 კავკასია

23 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო წვრთნაში, რომელიც თურქეთის თანამედროვე სახელმწიფოს დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელს ატარებს, 3000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

სამხედრო სწავლება ტარდება ბაქოში, აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, რომლებსაც 2020 წლამდე ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ, და ნახიჩევანში.

სამხედრო მანევრები 25 ოქტომბრამდე გასტანს.

პარალელურად ირანში იმართება ე.წ. „3+3“, რეალურად "3+2" (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი და ირანი) ფორმატის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S