Accentnews.ge
დე ფაქტო პარლამენტმა “აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის” სს სასჯელი დააწესა

დე ფაქტო პარლამენტმა “აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის” სს სასჯელი დააწესა

12/12/2019 14:05:47 კონფლიქტები

აფხაზურმა დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დამატება-შესწორებები სს კოდექსში, რომელიც “რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევისთვის” სასჯელის შემოღებას ითვალისწინებს.

როგორც კანონპროექტის ავტორმა, დე ფაქტო დეპუტატმა რაულ ლოლუამ განმარტა, იგულისხმება «აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ქმედებები, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნებისთვის აფხაზეთის მთელი ტერიტორიის გადაცემაზე, ან ტერიტორიის ნაწილის გამოყოფაზე”, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება. 

კერძოდ, 273.2 მუხლი ითვალისწინებს სასჯელს «ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკებების წარმოებისთვის, ან ანტიკონსტიტუციური შეთანხმებების დადებისთვის». 273.3 მუხლი განსაზღვრავს სასჯელს «საჯარო მოწოდებებისთვის იმ ქმედებების განხორციელებისაკენ, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზეა მიმართული». 274.1 მუხლი კი ითვალისწინებს სასჯელს «უცხო ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობსთვის».

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S