Accentnews.ge
მინისტრი: ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურად იქნება, ეს ადამიანი მხოლოდ კარგ საქმეს აკეთებს

მინისტრი: ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურად იქნება, ეს ადამიანი მხოლოდ კარგ საქმეს აკეთებს

23/10/2023 13:49:53 ციტატა

"არ ვიცი რაზე საუბრობთ, იმიტომ, რომ არ მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ მეორეს მხრივ, ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება კარგად, ნორმალურად, იმიტომ, რომ ეს ადამიანი აკეთებს მხოლოდ კარგ საქმეს და შესაბამისად, მინდა, მოგიწოდოთ, რომ ნუ ღელავთ".

განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საფრთხე ხომ არ არის ბიძინა ივანიშვილისთვის "ქართუს" ყოფილი პარტნიორის დასანქცირება.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, აშშ-ის მიერ სანქცირებული უცხოური კომპანია ფლობს შპს-ს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სტრუქტურებთანაა დაკავშირებული.

2023 წლის 12 აპრილის სანქციების სიაში მოხვედრილია კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია LEDRA TRUSTEES LIMITED, რომელიც, „პანდორას დოკუმენტების“ თანახმად, ფლობს ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორს KRISTA INVESTMENTS LIMITED. ეს უკანასკნელი საქართველოში, 2021 წლის მდგომარეობით, იყო შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუს“ მფლობელი. 2021-ში ამ კომპანიის მფლობელი გახდა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე. გარდა ამისა KRISTA INVESTMENTS LIMITED ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შემომწირველი იყო. დეპუტატ ირაკლი აბესაძის გამოთხოვილი დოკუმენტების თანახმად, 2018-19 წლებში KRISTA INVESTMENTS LIMITED-მა ფონდს 27 მილიონ ლარზე მეტი შესწირა.

როგორც ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ უთხრა „ტვ პირველს“, სანქციები LEDRA TRUSTEES LIMITED-ზე ავტომატურად გავრცელდა მისი მფლობელის სანქცირების შედეგად:

„მისი მფლობელი მოხვდა სანქციებში, ამ [კომპანიის] აქციონერი, მისი კომპანიებიც ავტომატურად დაასანქცირეს“.

ჟურნალისტის კითხვას, დაკავშირებულია თუ არა კომპანია ივანიშვილთან, კალანდაძე პასუხობს, რომ LEDRA მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს უწევდა იურიდიულ მომსახურებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S