
ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული ვითარება ევროკავშირის ელჩთან განიხილა
12/12/2019 14:07:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე ევროკავშირის ელჩთან იმსჯელა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კარლ ჰარცელმა პრეზიდენტთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა.
„ძალიან სასიამოვნო იყო პრეზიდენტთან მორიგი შეხვედრა, რომელზეც ვიმსჯელეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ როგორც პოლიტიკური ასპექტები და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტი, ასევე საგარეო პოლიტიკის ზოგადი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების განსავითარებლად. საერთო ჯამში, ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.