
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"
12/12/2019 17:01:55 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ჩვენს მიერ მიღებული კანონით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკის საელჩოს განცხადებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების თაობაზე.
„ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ამ განცხადების პათოსი. ასევე გამჭვირვალობაზეა საუბარი იმიტომ, რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა. თუკი არის შეფასებით კატეგორიაზე საუბარი, ვიღაც ვარსკვლავებს ეთამაშებოდა პროფესიონალიზმით-შეიძლება, ეს წარმოდგენა მეც არ მქონდეს. თუმცა საბოლოო ჯამში, ორი გამოწვევის წინაშე ვიდექით-რაც შეიძლება მეტად კვალიფიციურები ყოფილიყვნენ და ორ-ორი კოლეგია უნდა შეგვექმნა უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
საქართველოში აშშ-ის საელჩო წუხილს გამოთქვამს, რომ "პარლამენტმა უვადოდ განამწესა ის მოსამართლეებიც, რომლებმაც მიუკერძოებლობისადმი ერთგულება ვერ წარმოაჩინეს".