Accentnews.ge
პოლიციამ "ალტ-ინფოს" ლიდერი ზურაბ მახარაძე გამოკითხა

პოლიციამ "ალტ-ინფოს" ლიდერი ზურაბ მახარაძე გამოკითხა

24/10/2023 15:39:21 სამართალი

პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, "ალტ-ინფოს" სახე ზურაბ მახარაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, მახარაძე რომელ საქმეზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

როგორც პოლიციის შენობაში შესვლამდე, ისე მისი დატოვების შემდეგ ზურაბ მახარაძემ აღნიშნა, რომ "ანტიმაიდნის" შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარეს პოლიციაში. მისივე თქმით, პოლიციას ამ განცხადებებზე გამოძიების დაწყება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სთხოვა.

"მე დამიბარეს იმიტომ, რომ მეორე ფლანგი ძალიან ნერვიულობს, რომ ანტიმაიდანი არ შედგეს. რატომ ნერვიულობს, თუ მაიდანს არ აპირებს, არ ვიცი. ეტყობა აპირებს, თორემ რომ არ აპირებდეს, აბა, ანტიმაიდანის გამო რატომ ინერვიულებდა, რატომ დაწერდა აქ საჩივარს. ამიტომ, კიდევ ერთხელ - არ იქნება მაიდანი, არ იქნება ანტიმაიდანი", - თქვა მახარაძემ გამოკითხვის შემდეგ.

მან ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ "პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია ის ადამიანები, ვინც გადატრიალების მოწყობას აპირებდნენ":

"როდესაც ამბობ, რომ ვიღაცა აპირებს გადატრიალებას, მაჩვენებ კადრებს და მერე არავის იჭერს, ეგ არის სერიოზული პრობლემა".

"კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერების საჯარო მოწოდებებზე გამოძიების მოთხოვნით პოლიციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" მიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ საჯარო განცხადებების გარდა, საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ მათი დაფინანსების წყაროებითაც.

ბოლო თვეების განმავლობაში "კონსერვატიული მოძრაობის" წევრები "ანტიმაიდნის" მოწყობით რამდენჯერმე დაიმუქრნენ. პირველი ასეთი განცხადება მათ ივლისში "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული ფესტივალის დარბევის შემდეგ გააკეთეს. 22 სექტემბერს კი „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ყალიბდება „ანტიმაიდნის მოძრაობა“ პროდასავლური ჯგუფების მხრიდან საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალებისა და მაიდანის მოწყობის აღსაკვეთად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S