Accentnews.ge
პერუში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

პერუში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

27/05/2019 06:31:44 სხვა, მსოფლიო

პერუში რვა მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 11 დაშავდა. 

„როიტერის“ ინფორმაციით, სტიქიამ ათობით სახლი დაანგრია და ნავთობის მილსადენებზე შეფერხება გამოიწვია. მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა 2007 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი პერუს ჩრდილოეთით, ნაკლებად დასახლებული ლორეტოს რეგიონი იყო. მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ ეკუადორში და კოლუმბიაში. ქვეყნის პრეზიდენტის, მარტინ ვიზკარას განცხადებით, სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქები იურიმაგუა და ტარაპოტო დააზარალა. მიწისძვრამ სკოლები, საავადმყოფოები და ეკლესიები დააზიანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S