Accentnews.ge
"ოცნება" აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: „პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავთ, ვიდრე ევროპულ ქვეყნებს გააჩნიათ“

"ოცნება" აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: „პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავთ, ვიდრე ევროპულ ქვეყნებს გააჩნიათ“

13/12/2019 08:39:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების თაობაზე საქართველოში აშშ–ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სამომავლოდ საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი სასამართლო ექნება.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ისეთი მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ამ პროცედურის ჯანსაღად წარმართვისთვის. საერთაშორისო ექსპერტებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით აქვთ გარკვეული პრეტენზია, ვფიქრობ, რომ იმ სტანდარტს , რომელსაც სასამართლო იმსახურებს საერთაშორისო რეიტინგებში კვლავაც გამოკვეთილი კონტურები ექნება. პერსპექტივაში მე გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანას გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ქართულმა ოცნების" მიერ დაწინაურებული დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, რომლებმაც 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, მიიჩნევს, რომ აშშ–ის საელჩო განცხადებაში გამოთქვამს „სურვილს, რომ საქართველო ყველა მიმართულებით განვითარდეს“.

„აშშ–ის აქვს სურვილი, რომ საქართველოში განვითარდეს ყველა მიმართულება, მათ შორის ქართული მართლმსაჯულება. რაც შეეხება იმას რა შედეგები გვაქვს უკვე სადღეისოდ, ეს არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო კვლევებშიც ჩანს“, – აცხადებს მაჭარაშვილი. 

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადება მოწმობს, რომ სასამართლო სისტემის სრულყოფაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს:

„აშშ-ს საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინგადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო. მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ სისტემა მართალია უკეთესია, ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ“. 

ცნობისთვის: საქართველოში აშშ-ის საელჩო წუხილს გამოთქვამს, რომ "პარლამენტმა უვადოდ განამწესა ის მოსამართლეებიც, რომლებმაც მიუკერძოებლობისადმი​​ ერთგულება ვერ წარმოაჩინეს".  

იხილეთ ასევე: პარლამენტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 14–კაციანი სია დაამტკიცა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S