Accentnews.ge
ჩეჩნეთში შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი შეიქმნა, ამავე სახელწოდების ქვედანაყოფი უკრაინის მხარეს იბრძვის

ჩეჩნეთში შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი შეიქმნა, ამავე სახელწოდების ქვედანაყოფი უკრაინის მხარეს იბრძვის

25/10/2023 11:50:10 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ დასრულდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ახალი ბატალიონის ფორმირება, რომელიც შეიხ მანსურის სახელს დაატარებს. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა გუდერმესში განთავსდება, სადაც შესაბამისი ბაზა უკვე შენდება. დანაყოფის მეთაური იქნება რუსლან გერემეევი, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

შეიხ მანსური იყო ისლამის მქადაგებელი, ჩრდილოეთ კავკასიის პირველი იმამი, მე-18 საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიის სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. დაახლოებით 1760 წელს სოფელ ალდიში დაბადებისას მან მიიღო სახელი უშურმა. 2021 წელს სოფელში იმამის სახელობის მეჩეთი ააგეს.

რუსეთთან ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონი. დანაყოფი ძირითადად დაკომპლექტებულია ჩეჩნებისგან, რომლებმაც დატოვეს რესპუბლიკა ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ. მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულ მებრძოლად არის შეფასებული.

ბატალიონი 2014 წლის ოქტომბერში დანიაში შეიქმნა. მისი შექმნის ინიციატორი იყო სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი კავკასია“, რომელიც 2006 წელს გამოჩნდა. ეს ბატალიონი მეორე გახდა ჯოხარ დუდაევის სახელობის ადრე ჩამოყალიბებული ბატალიონის შემდეგ, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლებისგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S