Accentnews.ge
კადიროვის მოზარდმა შვილმა მესამე ჯილდო მიიღო მას შემდეგ, რაც დაუცველი პატიმარი აცემინეს

კადიროვის მოზარდმა შვილმა მესამე ჯილდო მიიღო მას შემდეგ, რაც დაუცველი პატიმარი აცემინეს

25/10/2023 12:18:43 კავკასია

ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხელმძღვანელმა რაშიდ თემრეზოვმა ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის ვაჟს – 15 წლის ადამს, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადასცა.

როგორც განიმარტა, მოზარდს ჯილდო გადაეცა „ეროვნული და რეგიონთაშორისი ერთიანობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ტრადიციული ისლამური ღირებულებების განმტკიცებისთვის“.

ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის მეთაურმა ადამ კადიროვს უწოდა "სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი", ხოლო რამზან კადიროვს "ძმა და კოლეგა".

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ თათარსტანის ხელმძღვანელმა რუსტამ მინნიხანოვმა პირადად გადასცა კადიროვ უმცროსს რესპუბლიკის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო – დუშლიკის (მეგობრობის) ორდენი. მანამდე თათარსტანის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატმა "ერთიანი რუსეთიდან" – აზატ ხამაევმა ნეგატიურად ისაუბრა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ვოლგოგრადის მკვიდრის ნიკიტა ჟურაველის ცემაზე. ამასთან დაკავშირებით მინნიხანოვმა თქვა, რომ დეპუტატის სიტყვები არ გამოხატავს რესპუბლიკის მუსლიმების პოზიციას, საბოლოოდ კი ხამაევმა ბოდიში მოიხადა "ემოციური განცხადებისთვის".

ოქტომბრის დასაწყისში რამზან კადიროვმა საკუთარი მოზარდი ვაჟი ჩეჩნეთის უმაღლესი წოდებით, „ჩეჩნეთის გმირი“ დააჯილდოვა.

25 სექტემბერს კადიროვის ტელეგრამ–არხზე გამოჩნდა "პოსტი" ვიდეოს თანხლებით, რომელზეც ჩანს, როგორ სცემს მისი შვილი ადამი დაუცველ პატიმარს – ნიკიტა ჟურაველს, რომელიც დააკავეს ვოლგოგრადში ყურანის დაწვისთვის. საქმე გამოძიებისთვის კანონსაწინააღმდეგოდ გადავიდა ჩეჩნეთში, თავად დაკავებული გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სწორედ იქ განხორციელდა მასზე ძალადობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S