Accentnews.ge
ცხინვალმა ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი დახურა

ცხინვალმა ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი დახურა

13/12/2019 09:05:28 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის "სასამართლო სხდომა" დახურულ რეჟიმში გაიმართება, – იუწყება "რადიო თავისუფლება". 

"სასამართლო პროცესი" თბილისის დროით 16 საათისთვისაა ჩანიშნული. საქმეს ახალგორის ოკუპირებული რაიონის ე.წ. სასამართლო განიხილავს. 

ცნობისთვის: ოკუპანტებმა  ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს და იგი დღემდე ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 

იხილეთ ასევე: ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალი თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S