
"პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა"
13/12/2019 09:29:41 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, გუშინ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შორის რამდენიმე "ოდიოზური ფიგურაც" არის.
„მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩემს მიდგომას და დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ჩვენთვის მთავარი არის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად რაც შეეხება მოსამართლეებს, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით უკვე მიღებული იქნა, ბევრი არ იქნა დამტკიცებული, თუმცა მათგან ვინც დამტკიცდა, არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა. ჩვენთვის მთავარი არის გავაჯანსაღოთ სისტემა. მთავარი იყო ის რომ, იყო ერთი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება. ეს ერთი ადამიანი იყო სასამართლო, პარლამენტი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა კალაძემ.
იხილეთ ასევე:პარლამენტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 14–კაციანი სია დაამტკიცა
აშშ-ის საელჩო: "ვწუხვართ, რომ დაამტკიცეს ის მოსამართლეებიც, რომლებმაც მიუკერძოებლობისადმი ერთგულება ვერ წარმოაჩინეს"