
რატომ პასუხობს გახარია ჟურნალისტებს რუსულად
13/12/2019 10:12:48 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას მიერ პრეს–კონფერენციის რუსულ ენაზე გამართვაში პრობლემას ვერ ხედავს.
"პრობლემას ვერ ვხედავ იმის გათვალისწინებით, რომ იქ ყველა რუსულ ენაზე საუბრობდა. ამაში პრობლემური არაფერია",-განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ–ის წევრ სახელმწიფოთა შეხვედრის შემდეგ საერთო პრესკონფერენცია რუსულ ენაზე გამართა. გახარიამ პრეს–კონფერენციაზე შეხვედრისას მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა. ამასთან, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს პასუხები რუსულ ენაზე გასცა.
მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ კიევში, სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების სხდომის შემდეგ კომენტარები რუსულ ენაზე გაკეთდა მასპინძელი ქვეყნის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რადგან სუამ-ის სამუშაო ენა რუსულია:
„მგონი, ზღვარი უნდა არსებობდეს ადეკვატურობის ზოგადად, მედიისთვისაც და ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც. საქმე არაფერთან არ გვაქვს გარდა იმისა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე“.