Accentnews.ge
რა ხდება მლეთაში – ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტების გადაადგილების ფაქტს სუს–ში ადასტურებენ

რა ხდება მლეთაში – ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტების გადაადგილების ფაქტს სუს–ში ადასტურებენ

25/10/2023 19:05:22 კონფლიქტები

მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტების გადაადგილების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. შესაბამისი განცხადება სუს–ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში გააკეთა.

რა ხდება მლეთაში

საბედაშვილი მომხდარს "სამწუხარო ინციდენტს" უწოდებს, თუმცა მისი თქმით, "აქ არ არის საუბარი, ახალ, სიახლეებზე".

  • როგორც იგი აცხადებს, "საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან, მათ შორის გარკვეული პერიოდულობით ხდება ხოლმე მათი გამოჩენა უშუალოდ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე".

"სამწუხარო ინციდენტი არის. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თითქოს მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების დაშინება და პანიკის დათესვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება განსაკუთრებით ახალი აქტივობები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოჩენა საოკუპაციო ხაზზე, განსაკუთრებული შეშფოთების საგანია, მაგრამ აქ არის საუბარი, ახალ, სიახლეებზე. ჩვენ როდესაც მუდმივი, განგრძობადი ოკუპაციის პროცესში ვიმყოფებით, ჩვენ პროცესები უნდა შევაფასოთ მისი დაწყებიდან დღემდე.

ისტორია მლეთასთან დაკავშირებით შემდეგია: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან, მათ შორის გარკვეული პერიოდულობით ხდება ხოლმე მათი გამოჩენა უშუალოდ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის საკითხი რაზეც ჩვენ, წლების განმავლობაში ვიბრძვით "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა" და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. ეს არის მუდმივი. ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებითაც გვქონდა კომუნიკაცია "ცხელი ხაზით". ეს არის მუდმივი ბრძოლის საგანი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან. შესაბამისად, ლომისის წმინდა გიორგის სალოცავზე საქართველოს მოსახლეობა შარშანაც იმყოფებოდა, შარშანწინაც და იმის წინ წლებშიც. სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც. მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ შარშანაც და იმის წინა წლებშიც ამ ტერიტორიებზე ასევე საოკუპაციო რეჟიმს წარმომადგენლები მოდიოდნენ ხოლმე და ჩვენ მუდმივად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მათთან, რომ ამ ტერიტორიაზე არ მოხდეს მოქალაქეების დაკავება, ან უკანონოდ დაკავებულები მალე გათავისუფლდნენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რეალურად სამწუხარო ინცინდენტი არის, მაგრამ ეს 2008 წელს დამდგარი ოკუპაციის შედეგია. ცოტა ხნის წინ ვუსმენდი, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის მნიშვნელობის არის ეს ადგილიო და ამის დაკავების შემდეგ მოხდება სტრატეგიული გზების და ხეობების კონტროლიო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ 2009 წლიდან პატრულირებენ უკანონოდ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. წელს გახდა ეს სტრატეგიული მნიშვნელობის?! ახლა?!", – აცხადებს საბედაშვილი.

ტელეარხის ჟურნალისტის კითხვაზე, რეალურია თუ არა საფრთხეები ოკუპაციის ახალ გეგმებთან დაკავშირებით, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ეს არის წარსულში მიმდინარე პროცესების გაგრძელება":

"სამწუხაროდ ასეთი რაღაცები ხდებოდა ადრეც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისაღებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც დღეს მოხდა, გუშინ მოხდა, ამის გამო მოსახლეობაში უნდა დავთესოთ შიში და პანიკა".

მისი თქმით, ოკუპანტების უკანონო ქმედებებზე საქართველოს ხელისუფლებას უმკაცრესი რეაგირება აქვს:

"ყველა "ბორდერიზაციაზე", ყველა უკანონო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი აღმართავს საოკუპაციო ხაზზე, ჩვენ გვაქვს უმკაცრესი რეაგირება და შესაძლებლობების ფარგლებში ვებრძვით ოკუპაციას".

ცნობისთვის: ინფორმაცია ოკუპანტების მლეთაში გადაადგილების შესახებ თავდაპირველად "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S