USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს

26-10-2023 11:22:31 საზოგადოება

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს.

საქართველოში აშშ–ის საელჩოს ცნობით, დღეს 15:30 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში USAID საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროგრამას USAID განათლება მომავლისთვის.

"$14–მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია ქემონიქსი. რა: USAID განათლება მომავლისთვის საქართველოში 5 წლის მანძილზე ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას", – აცხადებენ საელჩოში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები