ალი ასადოვი: აზერბაიჯან–საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინსტრასტრუქტურის შექმნის პროექტი

26-10-2023 13:23:21 კავკასია ,პოლიტიკა ,ეკონომიკა

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა "აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას "შუა დერეფნისთვის" საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პორტებში ტვირთვის გადაზიდვის შესაძლებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამ კონტექსტში მან თქვა, რომ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ტვიეთების გადაზიდვის სიმძლავრეების 15–დან 25 მილიონ ტონამდე გასაზრდელად. ასევე ისაუბრა საქართველოში ყულევის პორტის გაფართოების გეგმებზე და თქვა ისიც, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის დღის წესრიგშია "საპორტო ინსტრასტრუქტურის შექმნის პროექტი".

"ბათუმის და ფორთის პორტები მნიშვნელოვანი ელემენტია შუა დერეფნისთვის. ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, წვლილს შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში.

აზერბაიჯან–საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინსტრასტრუქტურის შექმნის პროექტი. მზად ვართ, რომ ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ",– თქვა აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრმა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკეთა მსგავსი განცხადება საქართველოში ვიზიტისას ოქტომბრის დასაწყისში:

"გვაქვს სურვილი, მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები