Accentnews.ge
14 დეკემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

14 დეკემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

13/12/2019 11:22:29 სხვა, საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცნობით, 14 დეკემბერს ქართული ოცნების დაგეგმილი "მასშტაბური შეკრების" გამო თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

შსს-ს ცნობით, 13 დეკემბრის 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალება თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ:

  • ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით;
  • დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება აიკრძალება ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ;
  • ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით;
  • მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ნაკადი მობრუნდება ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას გააგრძელებს როგორც რესპუბლიკის მოედნის, ასევე, ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით. თუმცა, ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით;

ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე - შოთა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტომანქანებს მოძრაობა თავისუფლად შეეძლებათ.

"სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ" - აცხადებს შსს.

ცნობისთვის: 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბური შეკრება გაიმართება, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერაა ორგანიზებული და საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნას მიეძღვნება. 

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ აქციას მმართველი პარტიის პოლიტიკური გუნდიც უერთდება. პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, "მასშტაბურ შეკრებაზე" დასწრების მსურველების რეგიონებიდან ტრანსპორტირებას პარტია უზრუნვეჰყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S