
ლექსო რაფავას საქმე სტრასბურგში გაიგზავნება
26/10/2023 15:14:18 სამართალი
ყოფილი პოლიციელის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლექსო რაფავას საქმე სტრასბურგში გაიგზავნება.
რაფავას საქმეზე რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.
დაკავებულის ადვკატი აცხადებს, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთან, ჩატარდა არაეფექტური გამოძიება.
„საქართველოში სამართლიანობას ვერ მივაღწიეთ ვერც გამოძიების კუთხით. ნეიტრალიტეტი არ აქვთ დაცული საგამოძიებო ორგანოებს. პოლიტიკური მდგენელია საქმეში! არ აქვს მნიშვნელობა, რა მტკიცებულებაც არ უნდა იყოს, საქართველოში ამაზე თვალის დახუჭვა ხდება. მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს. დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და ჩატარდა არაეფექტური გამოძიება. ყველა მტკიცებულება სახეზეა!“,– ამბობს ადვოკატი დავით ახალია.
ლექსო რაფავა 2021 წელს დააკავეს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. რაფავა და მისი ადვოკატები საქმეში არსებულ დარღვევებზე და პოლიციის მხრიდან იარაღის ჩადებაზე საუბრობდნენ.