Accentnews.ge
წულუკიანი – "ოცნების“ ახალ საარჩევნო ინიციატივაზე: "არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ ახალი ტიპის აჟიოტაჟი შევქმნათ ქვეყანაში"

წულუკიანი – "ოცნების“ ახალ საარჩევნო ინიციატივაზე: "არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ ახალი ტიპის აჟიოტაჟი შევქმნათ ქვეყანაში"

13/12/2019 12:08:16 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ ახალი ტიპის აჟიოტაჟი შევქმნათ ქვეყანაში", – ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას  ახალ საარჩევნო ინიციატივაზე. 

"აჟიოტაჟი საკმარისია და იმედი მაქვს, რომ გუშინდელი სხვადასხვა ტიპის ბავშვობანა და ამგვარი ტიპის თამაშები, თუ რა თქმა უნდა, ეს დანაშაულად არ ჩამოყალიბდა გამოძიების შედეგად, ნივთიერების შეტანა პარლამენტში და სხვა ამგვარი ტიპის უპასუხისმგებლო ქმედებები ალბათ, უნდა დასრულდეს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ შერეული სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, ხოლო 2024 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით. თუკი არსებობს ინიციატივა, რომ 2020-სა და 2024 წელს შორის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ის გაიმართოს შერეული ან სრულად პროპორციული წესით და ამაზე უნდა გაიმართოს დებატი და მსჯელობა, ამაშიც სასკანდალო ფაქტორი ჩემი აზრით, არ არის. ფაქტია, რომ 2020 წელს ჩვენ შერეული სისტემით ვატარებთ არჩევნებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე მოემზადოს როგორც ჩვენი, ასევე სხვა პარტია ამ არჩევნებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის: დღეს მამუკა მდინარაძემ შემდეგი განაცხადა: "2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე". 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S