Accentnews.ge
ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის "სასამართლო პროცესი" დაიწყო

ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის "სასამართლო პროცესი" დაიწყო

13/12/2019 12:20:33 კონფლიქტები

ოკუპირებულ ცხინვალში დაიწყო ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა, - იუწყება "რადიო თავისუფლება". დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრება. თბილისელი ექიმის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავს.

საქმეს განიხილავს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონული სასამართლო, რომელიც სხდომებს ოკუირებულ ცხინვალში ატარებს.

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს განიხილავს მოსამართლე ფატიმა პარასტაევა, რომელმაც 2019 წლის ივლისში, ე.წ. პროკურატურის მიერ წაყენებული ყველა ბრალდება მოუხსნა ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს.

ცნობისთვის: ოკუპანტებმა  ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს და იგი დღემდე ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 

იხილეთ ასევე: ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალი თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S