
ჭიათურაში პროტესტის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაიხურა
27/05/2019 07:08:21 სხვა, საზოგადოება
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაიხურა. გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურელები მხარდაჭერას უცხადებენ. მასშტაბური აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა სკოლის მოსწვალეებმაც გამოუცხადეს. გაიმართება საპროტესტო მსვლელობაც.
ცნობისთვის: მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
გაფიცული მაღაროელები უკვე მე-11 დღეა შიმშილობენ. გუშინ დამსაქმებლებთან შეხვედრა გაიმართა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.