
პარლამენტის სხდომა გადაიდო
13/12/2019 13:28:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ პარლამენტის სდომათა დარბაზში ნივთიერების ACD 2F დაღვრის გამო პლენარული სხდომის დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი დგას.
მისი თქმით, სხდომის გაგრძელება შეუძლებელია. ამავე მიზეზით გადაიდო „მინისტრის საათიც“.
„სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე“, – განაცხადა მდინარაძემ.