
სააკაშვილი: როგორც არ უნდა ეცადონ, გამაჩუმონ, ვაპირებ, ჩავერთო ქვეყნის გადარჩენის პროცესში
27/10/2023 10:19:33 ციტატა
"როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში, თუ ციხეში, თუ სასამართლო სხვადასხვა გარჩევების დროს, მთავარია, საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ, ჩავერთო საქართველოს გადარჩენის პროცესში. ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში, მე ყოველდღიურად ვგრძნობ ამ ადამიანების, ჩვენი ადამიანების სითბოს, თანადგომას და ჩვენ [მოქმედ ხელისუფლებას] არ შევალახვინებთ ჩვენი ხალხის ღირსებას არჩევნების მოპარვით და გაყალბებით", – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ესწრება.