Accentnews.ge
გერმანის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს

გერმანის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს

27/10/2023 16:03:16 მსოფლიო

გერმანის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს. აღნიშნული დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას და ჯავშანტრანსპორტიორებს.

ასევე, ცნობილია, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის:

  • ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი;
  • საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T;
  • რაკეტები IRIS-T SLS კომპლექსებისთვის;
  • რადარი TRML-4D-სთვის;
  • საბრძოლო მასალა MARS II მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებისთვის;
  • რვა VECTOR სადაზვერვო დრონი;
  • ოთხი GO12 რადარი;
  • ხუთი დრონი;
  • სასაზღვრო სამსახურის ექვსი მანქანა;
  • 10 000 უსაფრთხოების სათვალე;
  • ოთხი 8x8 ტრაქტორი და ოთხი ნახევრადმისაბმელი;
  • 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა.

ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ზამთრის სამხედრო დახმარების პაკეტის მზადდებოდა, რომლის მთავარი ელემენტი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა იქნებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S