
კალიურანდი – კანდიდატის სტატუსზე: "ტრაგედია იქნება თქვენი ხალხისთვის, თუ ვერ გამოიყენებთ შესაძლებლობის ფანჯარას"
27/10/2023 17:50:54 ციტატა
"ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მიმართ უზარმაზარი მხარდაჭერაა. მოსახლეობას უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მოსახლეობას ვერ მივიღებთ ევროკავშირში, ქვეყანა უნდა მივიღოთ, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. შეფასება არამხოლოდ არ მოიცავს საქართველოს მოსახლეობის სურვილს, არამედ, მოხდება შეფასება დემოკრატიული რეფორმების. შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის გაიხსნა მხოლოდ რუსული აგრესიის გამო და მე არ ვიცი რამდენი ხანი იქნება იგი ღია. ტრაგედია იქნება თქვენი ხალხისთვის, თუ თქვენ ვერ გამოიყენებთ ამ ფანჯარას. თქვენ შეიძლება რუსეთის უკანა ეზო აღმოჩნდეთ, როცა დაიხურება შესაძლებლობების ფანჯარა", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა "ფორმულასთან" საუბარისას განაცხადა.