Accentnews.ge
"ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა - საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი"

"ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა - საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი"

13/12/2019 15:26:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს, -  ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ განწესების პარალელურად განვითარებულ მოვლენებს.

როგორც პრემიერმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებს, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეს ადამიანები  არიან პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა - საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი.

„მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ დიდხანს მოუწევს ზოგს - კარვებში ცხოვრება, ზოგს - ქუჩის აქციებში მონაწილეობა. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S