Accentnews.ge
საინტერესოა,ვის ეზეიმება და ვის არა – გაფრინდაშვილის ოჯახი „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე

საინტერესოა,ვის ეზეიმება და ვის არა – გაფრინდაშვილის ოჯახი „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე

13/12/2019 17:38:30 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასა და გაფრინდაშვილის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს ხვალ საოკუპაციო ხაზთან გაიმართება აქცია.

"მინდა, მივულოცო ხელისუფლებას ხვალინდელი დღე,ის რომ ალფავიტის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება, ვნახოთ ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა“ - განაცხადა გაფრინდაშვილის მეუღლემ. 

ამასთან ის კვირას საპროტესტო აქციას აანონსებს::ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას, 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა". 

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ დღეს გამართული წინასწარი დახურული სხდომის გადაწყვეტილებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა ვლადიმირ ფიდაროვმა განუცხადა.

სასამართლოს შემდეგი სხდომა 20 დეკემბრისთვის დაინიშნა.

ცნობისთვის: ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს. იგი დღემდე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში რჩება.





ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S